რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, სატელეფონო საუბრის დროს მოწოდება გამოთქვეს, ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმება აღდგეს პირვანდელი სახით.
„მათ აღნიშნეს, რომ ესაა ერთადერთი საშუალება, უზრუნველყოფილ იქნეს ყველა მხარის უფლებები და ინტერესები“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ნოემბრის განცხადებაში.
ბირთვული შეთანხმება გაფორმებულ იქნა 2015 წელს ერთი მხრივ ირანს და მეორე მხრივ მსოფლიოს სახელმწიფოებს - აშშ-ს, გერმანიას, ბრიტანეთს, საფრანგეთს, რუსეთსა და ჩინეთს შორის და გულისხმობდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას თეირანისთვის სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.
აშშ-მა შეთანხმება დატოვა 2018 წელს, რის შემდეგ ირანმა ეტაპობრივად დაიწყო თავისი ბირთვული პროგრამის გაფართოება მაღალგამდიდრებული ურანის წარმობის სახით და აცხადებს, რომ შეთანხმების პირობები მას არ ეხება.
აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაინტერესებულია ბირთვული შეთანხმების გაანახლებით, თუ ირანი შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
მხარეებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკება ვენაში შეწყდა ივნისში მას მერე, რაც ირანში ახალი პრეზიდენტი, მძაფრი ხაზის მომხრე, ებრაჰიმ რაისი აირჩიეს.
მოელიან, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება 29 ნოემბერს. რაისიმ 4 ნოემბერს განაცხადა, რომ ირანი „არავითარ შემთხვევაში“ უკან არ დაიხევს.