Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლაზგოში ათასობით ადამიანი მონაწილეობს მსვლელობაში და კლიმატის კონფერენციის მონაწილეებისგან უფრო გადაჭრით ქმედებას მოითხოვენ


ათასობით დემონსტრანტი გავიდა 6 ნოემბერს ქუჩებში შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, სადაც მიმდინარეობს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით COP26.

დემონსტრანტები, ბუნების დამცველი ორგანიზაციების აქტივისტები, სტუდენტები, პოლიტიკოსები და პროფკავშირების წარმომადგენლები საპროტესტო აქციით გამოხატავენ უკმაყოფილებას კონფერენციის მიმართ. ისინი მონაწილეებისგან გადაჭრით მოქმედებას მოითხოვენ. მიუხედავად ძლიერი წვიმისა, ისინი ხელიხელჩაკიდებული გადაადგილდნენ ქალაქის ცენტრის მიმართვლებით.

ისინი გამოხატავენ კრიტიკას კომპანიების მიმართ, კლიმატური კრიზისში მათი წვლილისთვის. გლაზგოში გამართული დემონსტრაციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკაში წარწერით: „კაპიტალიზმი კლავს პლანეტას.“

გლაზგოში დილიდან გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები. გამოსვლები დაგეგმილი იყო მსოფლიოს ბევრ ქალაქში.

პოლიციის და ორგანიზატორების თანახმად, 6 ნოემბერს მოსალოდნელი იყო 50 ათასი მონაწილის გამოსვლა ქუჩებში.

თითქმის 200 ქვეყნის დელეგატები ესწრებიან COP26-ს, რომლის მიზანია შეიმუშაოს მეთოდები, რათა მიღწეულ იქნეს 2015 წელს პარიზის კლიმატის შეხვედრის დროს დასახული მიზანი: ტემპერატურის გლობალური საშუალო ზრდის შეჩერება 1,5-2 გრადუსამდე.

კონფერენცია გრძელდება კიდევ ერთ კვირას. 5 ნოემბერს ეკოლოგიური კამპანიის ორგანიზატორმა, შვედმა გრეტა თუნბერგმა, COP26-ს, რომელსაც გაერო აწყობს, „ჩავარდნა“ უწოდა.

ამ ეტაპისთვის გლაზგოში მიღწეულ შეთანხმებებს შორის არის ზოგიერთი მონაწილე ქვეყნის დაპირება, რომ შეამცირებენ „სათბურის გაზების“ გამოყოფას ატმოსფეროში, უარს ეტყვიან საწვავად ქვანახშირის მოხმარებას, შეწყვეტენ წიაღისეული საწვავის მოპოვების დაფინანსებას უცხოეთში და შეამცირებენ მეთანის გამოყოფას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG