საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 67 პაციენტი. ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში, 5 სექტემბრის შემდეგ, ლეტალობის ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 10 435-ს მიაღწია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 37 115 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4104 შემთხვევა. 4627-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე ნაწილდება:
- თბილისი - 1635,
- აჭარა - 168,
- იმერეთი - 766,
- ქვემო ქართლი - 283,
- შიდა ქართლი - 246,
- გურია - 110,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 322,
- კახეთი - 420,
- მცხეთა-მთიანეთი - 59,
- სამცხე-ჯავახეთი - 80,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.
7 ნოემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 11,06%;
- 7 დღის - 10,45%;
- 14 დღის - 9,58%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 752 855 შემთხვევა. მათგან 688 781 გამოჯანმრთელების.
დაწერეთ კომენტარი