ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისლამურმა რესპუბლიკამ დაიწყო სამხედრო მანევრები 7 ნოემბერს, როცა სამი კვირაა დარჩენილი ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო 2015 წელს დადებული შეთანხმების გარშემო მოლაპარაკების გაგრძელებამდე.
ირანის მედიის ცნობით, სამხედრო-საზღვაო და სამხედო-საჰაერო ძალები, ასევე სახმელეთო ნაწილები მონაწილეობენ მანევრებში, რომელიც მოიცავს ერთ მილიონ კვადრატული კილომეტრის ფართობს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორმუზის სრუტის აღმოსავლეთით.
ნავთობის ტრანსპორტის 20 პროცენტი ამ საზღვაო გზით გაედინება ომანის ყურესა და ინდოეთის ოკეანეში.
ირანის ტელევიზიის თანახმად, მანევრები სახელწოდებით „ზოლფაღარ- 1400“ მიზნად ისახავს უცხოეთიდან მუქარის და ქვეყანაში ნებისმიერი შესაძლო შეჭრის შემთხვევაში მზადყოფნის ამაღლებას“.
მანევრები იმართება 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის მცდელობის ფონზე. ბირთვული შეთანხმება გაფორმდა 2015 წელს ერთი მხრივ ირანს და მეორე მხრივ მსოფლიოს სახელმწიფოებს - აშშ-ს, გერმანიას, ბრიტანეთს, საფრანგეთს, უსეთსა და ჩინეთს შორის და გულისხმობდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას თეირანისთვის სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.
აშშ-მა შეთანხმება დატოვა 2018 წელს და სანქციები დაუწესა ირანს, რის შემდეგად თეირანმა ეტაპობრივად დაიწყო თავისი ბირთვული პროგრამის გაფართოვება მაღალგამდიდრებული ურანის წარმობის სახით და აცხადებს, რომ შეთანხმების პირობები მას არ ეხება.
აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაინტერესებულია ბირთვული შეთანხმების გაანხლებით, თუ ირანი შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
მხარეებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკება ვენაში შეწყდა ივნისში მას მერე, რაც ირანში ახალი პრეზიდენტი, მძაფრი ხაზის მომხრე, იბრაჰიმ რაისი აირჩიეს.
მოელიან, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება 29 ნოემბერს.
დაწერეთ კომენტარი