Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2020 წლის აგვისტოს შემდეგ, იაპონიაში პირველად არ აღირიცხა კორონავირუსით სიკვდილის შემთხვევა


7 ნოემბერს იაპონიაში არ აღრიცხულა COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევა, პირველად ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში - იუწყება მედია. აქამდე უკანასკნელ დღედ, როცა კორონავირუსით ინფიცირების გამო დაღუპვის შემთხვევა არ აღურიცხავთ, ითვლებოდა 2020 წლის 2 აგვისტო.

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წინა დღეს, 6 ნოემბერს, კორონავირუსით დაიღუპა სამი ადამიანი.

იაპონიის მთავრობის ცნობით, აცრილია ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი.

პანდემიის დაწყებიდან იაპონიაში COVID-19-ს ემსხვერპლა 18 000-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG