Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია გლდანის ციხესთან მივიდა და მიხეილ სააკაშვილის ნახვას ითხოვს


მთავარი არხის დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესვლას ცდილობს, 8 ნოემბერი, 2021 წელი
მთავარი არხის დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესვლას ცდილობს, 8 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვას ითხოვს. ის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან ელოდა კონკრეტულ პასუხს - შეუშვებდნენ თუ არა იქ.

"მაინტერესებს მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისე კი არ ვითხოვ შეხვედრას, რომ საქმეზე და მომავალ გეგმებზე დაველაპარაკო, უნდა ვნახო ადამიანი, როგორ არის საერთოდ. რანაირად შეიძლება, რომ ამის უფლებას არ მაძლევდნენ?! მას შემდეგ მოვედი, რაც 100-გზის თხოვნის მიუხედავად, არც ერთი მტკიცებულება არ გამოქვეყნდა, რომ ეს ადამიანი აქ არის", - განაცხადა გვარამიამ.

ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის მიზნით, გვარამია დაწესებულების შესასვლელთან მივიდა. მას კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელმა უთხრა, რომ უნდა შეეცვალათ ადგილი, რადგან შესასვლელი ბლოკირებული იყო. მას შემდეგ, რაც გვარამია არ დაემორჩილა ამ მოთხოვნას, ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ.

8 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს. პენიტენციური სისტემის განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც სააკაშვილის დედამ გამოთქვა ეჭვი, რომ მისი შვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს, ნათქვამია:

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით."

მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია იმედს უთხრა, რომ სააკაშვილმა დაწესებულებაში შეყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამინისტროს თანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი დამატებით საუბარია სამედიცინო ტექნიკის დაზიანებაზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG