Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის თქმით, რუსეთმა უარი თქვა მინისტრების შეხვედრაზე "ნორმანდიის ფორმატში"


"ნორმანდიის ოთხეულის" წევრი ქვეყნების ლიდერები (მარცხნიდან მარჯვნივ) ვოლოდიმირ ზელენსკი, ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი. პარიზი, 2019 წ. 9 დეკემბერი.
"ნორმანდიის ოთხეულის" წევრი ქვეყნების ლიდერები (მარცხნიდან მარჯვნივ) ვოლოდიმირ ზელენსკი, ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი. პარიზი, 2019 წ. 9 დეკემბერი.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს გამოაცხადა რუსეთის უარის შესახებ, საფრანგეთს, უკრაინასა და გერმანიას შეხვდეს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შესახებ სამსჯელოდ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო რუსეთის დიპლომატიური უწყების განცხადება იმის თაობაზე, რომ პარიზმა არ უპასუხა მოსკოვის შეთავაზებებს.

„ეს არ არის სიმართლე“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ან-კლერ ლეჟარდმა პასუხად რუსეთის განცხადებაზე, რომ არც პარიზმა და არც ბერლინმა არ გასცეს პასუხი მოსკოვის წინადადებას ასეთი შეხვედრის თაობაზე შესამზადებელი განცხადების პროექტის შესახებ.

ლეჟარდის თქმით, „საფრანგეთმა და გერმანიამ პასუხი გასცეს რუსეთის წინადადებებს: ისინი გამოვიდნენ წინადადებით, ჩატარდეს მინისტრების შეხვედრა „ნორმანდიის ფორმატში“, რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი თქვა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG