Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთმა ათობით მიგრანტი დააკავა ბელარუსის საზღვართან


პოლონეთის მთავრობის განცხადებით, დაკავებულია ათობით მიგრანტი, რომლებიც ბელარუსთან აღმოსავლეთ საზღვარზე გადავიდნენ - იმ ფონზე, როცა ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე სულ უფრო ღრმავდება კრიზისი.

ასობით მიგრანტი ღია ცის ქვეშ, სიცივეში რჩება საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე, რადგან მავთულხლართების ღობემ და პოლონეთის ჯარისკაცებმა მათ რამდენჯერმე არ მისცეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება.

ბოლო თვეებში პოლონეთში და ასევე ლიეტუვასა და ლატვიაში ბელარუსიდან უკანონოდ შესვლა სცადა ათასობით მიგრანტმა ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკიდან. ევროკავშირი ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ადანაშაულებს მიგრანტების მოზღვავების განზრახ ორგანიზებაში, როგორც შურისძიებისა ბრიუსელზე, მისთვის სანქციების დაწესების გამო. ევროკავშირმა ლუკაშენკას რეჟიმს სანქციები დაუწესა პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების პასუხად, რაც მოჰყვა შარშან ჩატარებულ, კამათის საგნად ქცეულ საპრეზიდენტო არჩევნებს.

პოლონეთის მედიის ცნობით, 9 ნოემბერს დღისით 200-მდე ადამიანმა სცადა პოლონეთის საზღვრის გადალახვა, შუაღამისას მათ კიდევ 60-მდე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მიჰყვა. იუწყებიან, რომ დაკავებულია 50-ზე მეტი პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG