Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 77 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 77 პაციენტი. მხოლოდ ნოემბრის პირველ ათ დღეში, ქვეყანაში კოვიდით გარდაცვლილია 650 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 49 334 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4 563 შემთხვევა. 4 744-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

11 ნოემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 9.25%;
  • ბოლო 7 დღის - 10.19%;
  • ბოლო 14 დღის - 9.98%.

11 ნოემბრის დილის მდგომარეობით:

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 6 864 პაციენტი;
  • კლინიკურ სასტუმროში - 1 291.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 771 381 შემთხვევა. მათგან 705 312 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 10 739 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG