ევროპის კავშირი ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებისთვის ემზადება, ამ ქვეყნის და პოლონეთის საზღვრის არეალში მიგრანტთა კრიზისის გამო.
ბელარუსში, პოლონეთის საზღვართან, ასეულობით მიგრანტია თავმოყრილი ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და ავღანეთიდან, სიცივის და საკვების შემცირებული მარაგის პირობებში.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩები 10 ნოემბერს შეთანხმდნენ, რომ ვითარება იძლევა ახალი საქციების სამართლებრივ საფუძველს. სანქციები დაუწესდება 30-მდე პირს, მათ შორის ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს და ამ ქვეყნის ავიაკომპანიას.
ევროკავშირის ლიდერები მინსკს ბრალად სდებენ, რომ ის იზიდავს მიგრანტებს ქვეყნებიდან სადაც ომებია ან ღარიბი სახელმწიფოებიდან და შემდეგ განზრახ თავს უყრის მათ პოლონეთის საზღვართან, რათა ქაოსი წარმოქმნას ბლოკის აღმოსავლეთ კიდეზე.
პოლონეთი უარს აცხადებს შეუშვას მიგრანტები თავის ტერიტორიაზე და ბოლო კვირაში ასობით ჯარისკაცი გააგზავნა საზვრისპირა არეალში.
ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა, ბელარუსის ქმედებას უწოდა „ჩუმი შურისძიება“ ევროკავშირის მიერ ბელარუსში შარშან, აგვიტოს არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის და „დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ მხარდაჭერის გამო, რომელიც „იმედი გვქონდა, რომ მოხდებოდა“, - თქვა მიშელმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 10 ნოემბერს, ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას ვითარების განხილვის შემდეგ გამოხატა „ღრმა შეშფოთება არალეგალური მიგრაციის ნაკადის გამო“ .
დაწერეთ კომენტარი