Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენერალური პროკურატურა „საერთაშორისო მემორიალის“ ლიკვიდაციას ითხოვს


რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სარჩელით მიმართა უზენაეს სასამართლოს, რათა ლიკვიდირებულ იქნეს უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო მემორიალი“, რომელიც რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ რეესტრშია შეტანილი. პროკურატურა „მემორიალს“ სწორედ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის სისტემატურ დარღვევაში ადანაშაულებს.

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მემორიალის“ განადგურების შესახებ, ორგანიზაციისა, რომელიც პოლიტიკური რეპრესიების ისტორიის კვლევითა და ადამიანის უფლებების დაცვითაა დაკავებული“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასში ხაზგასმულია, რომ „საერთაშორისო მემორიალის“ აზრით, არ არსებობს არანაირი კანონიერი საფუძველი ორგანიზაციის ლიკვიდაციისა და რომ იგი იცავს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ იმ კანონის მოთხოვნებს, რომელსაც იგი არ ეთანხმება.

საზოგადოება „მემორიალი“ 1989 წლიდან არსებობს. მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას თავდაპირველად შეადგენდა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფა, შემდგომში კი ორგანიზაციის საქმიანობას დაემატა ისტორიულ-საგანმანათლებლო და უფლებადაცვითი პროექტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG