Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა


ხვიჩა კვარაცხელია (2020 წელი)

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაასრულა.

ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა ჯგუფის ლიდერ შვედეთის ნაკრებს აჯობეს, ანგარიშით 2:0. მეტოქის კარში ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართულ რვა თამაშში შვიდი ქულა მოაგროვა და ხუთგუნდიან ჯგუფში ბოლოსწინა - მეოთხე ადგილზე გავიდა. შვედეთთან მატჩამდე მოიგო ერთადერთხელ, სტუმრად კოსოვოს ნაკრებთან და ფრედ ითამაშა სტუმრად, საბერძნეთთან.

შვედეთთან მატჩი საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავასთვის მეასე იყო ეროვნული გუნდის მაისურით. შეხვედრის დაწყების წინ კანკავას სპეციალური ჯილდო გადაეცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG