Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობა" 13 ნოემბერს აქციას პარლამენტის წინ გამართავს


ნიკა მელია
ნიკა მელია

13 ნოემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ ბრიფინგზე ილაპარაკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. როგორც ის აცხადებს აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან 17:00 საატზე დაიწყება.

მელიას თქმით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე შედეგი არ იქნება მიღწეული. „ჩვენ ყოველდღიურად უნდა გავაგრძელოთ არაძალადობრივი, წინააღმდეგობრივი პროტესტი და ვარყიოთ რეჟიმი, ვიდრე არ ჩამოინგრევა“, - აცხადებს ის.

საპტოტესტო აქციების სამი ძირითადი მოთხოვნით იმართება:

  • მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში
  • წართმეული არჩევნების დაბრუნება
  • მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, 8 ნოემბერს ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

სააკაშვილის რუსთავიდან გლდანში გადაყვანის კადრები პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოემბერს გაავრცელა.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მის მიერ წამოყენებული პირობები შესრულდება.

მიხეილ სააკაშვილი მზადაა ​მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობა შეწყვიტოს, დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

XS
SM
MD
LG