თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროპოლიტენიოს მუშაობა სრულად აღდგა. როგორც კომპანიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მეტროსადგურ „დიდუბეში" ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი ცოცალი ამოიყვანეს და ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მეტროს მუშაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეზღუდული იყო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
დაწერეთ კომენტარი