Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 4500-ზე მეტ ადამიანს, 78 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 78 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 56 018 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4 565​ შემთხვევა. 2 285-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

13 ნოემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 8.15%;
  • ბოლო 7 დღის - 9.77%;
  • ბოლო 14 დღის - 10.01%

13 ნოემბრის დილის მდგომარეობით:

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 755​ პაციენტი;
  • კლინიკურ სასტუმროში - 1 295​.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 780 391 შემთხვევა. მათგან 711 105 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 10 894 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG