Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენმა რუსეთს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დასდო ბრალი


ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დასდო ბრალი. ეს მან თქვა კრემლის განცხადებასთან დაკავშირებით, დახუროს რუსეთის ყველაზე ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციები. უფლებადამცველთა ზეწოლისთვის კრემლში იყენებენ სადავო კანონს „უცხოეთის აგენტების შესახებ“. ბლინკემა მოითხოვა, შეწყდეს ამ კანონის ბოროტად გამოყენება და შეჩერდეს რუსეთის საზოგადოების დევნა და დაშინება.

უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში რუსეთის პროკურორებმა კოორდინირებული შეტევა დაიწყეს რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, აღადგენენ ისტორიულ ფაქტებს ყოფილ საბჭოთა კავშირში რეპრესიების შესახებ, ატარებენ ფართო მასშტაბის საგანმანათლებლო სამუშაოს.

მოსკოვის პროკურატურამ „უცხოეთის აგენტად“ აღიარებული უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალის“ გაუქმების თაობაზე, აღნიშნა, რომ ორგანიზაცია უშვებს ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების მომხრეთა საქმიანობის გამართლებას.

მათ ასევე მიიჩნიეს, რომ ცენტრი სისტემატურად მალავდა ინფორმაციას უცხოეთის აგენტის ფუნქციის შესრულების შესახებ, რითიც თითქოს არღვევდა რუსეთისა და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს.

„მემორიალის“ დახურვასთან დაკავშირებული პროცესი 23 ნოემბერს დაიწყება მოსკოვის საქალაქო სასამართლოში.

XS
SM
MD
LG