Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილმა პირველად გაატარა მთელი დღე საწოლში


ნიკოლოზ ყიფშიძე
ნიკოლოზ ყიფშიძე

გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შაბათს საღამოს მოინახულა მისმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელმაც რადმენიმე საათი დაყო საავადმყოფოს ტერიტორიაზე.

ყიფშიძის თქმით, სიახლე ისაა, რომ დღეს არის პირველი დღე, როცა მიხეილ სააკაშვილმა მთელი დღე საწოლში გაატარა. „პირველი შემთხვევა იყო დღეს, რომ საწოლიდან ვერ ადგა, ძალიან მძიმე სისუსტე აქვს. საუბარი ცოტა უჭირს...“ თქვა ექსპრეზიდენტის ექიმმა და დასძინა, რომ ის საკანში ესტუმრა თავის პაციენტს, ვინაიდან ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო მოსანახულებელ ოთახში ჩასვლა.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილთან იმყოფება ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმი მანანა ელექტეროვა, რომლის კონსტულტაციებსაც იღებს ის. ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი განაგრძობს შიმშილობას.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და მას მერე შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით 8 ნოემბერს ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG