Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საწვავის ფასების წინააღმდეგ ფეისბუკზე დაწყებულმა კამპანიამ ქუჩაში გადაინაცვლა


აქცია საწვავის ფასების წინააღმდეგ. 14 ნოემბერი, 2021.

თბილისში, დიღმის ჭალების მიმდებარედ გაიმართა აქცია-მსვლელობა, საწვავის ფასების გასაპროტესტებლად. ეს პირველი ორგანიზებული შეკრებაა იმ ადამიანებისა, რომელთაც მრავალათასიანი კამპანია ფეისბუკზე დაიწყეს.

„დღეს გვქონდა სამუშაო სახის შეხვედრა. ერთმანეთი გავიცანით და გავცვალეთ აზრი ვის რისი გაკეთება შეგვიძლია“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან გიორგი ფრანგიშვილი, პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ის ფიქრობს, რომ მომხმარებლებმა ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ არა მხოლოდ „ვისოლის“, არამედ სხვა ბენზინგასამართ სადგურებსაც.

კამპანიის ფარგლებში, ფეისბუკის ერთ ჯგუფში გაწევრიანებული 140 ათასი მომხმარებელი კომპანია „ვისოლის” წინააღმდეგაა ამხედრებული და ამბობენ, რომ აღარ ასხამენ ამ ბრენდის საწვავს.

აქციის ორგანიზატორებთან მივიდა „ვისოლის“ დირექტორი, ვასილ ხორავა, თუმცა გიორგი ფრანგიშვილის თქმით, მისგან „რეალური“ არაფერი მოუსმენია და პროტესტისთვის არაფერი იცვლება.

„ვიდრე ჩვენი თვალით არ დავინახავთ აქ შეკრებილი ადამიანები, რომ რეალურად აისახა ჩვენზე, იქამდე ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდება“, - ამბობს ის.

პროტესტის მოთავეები ამბობენ, რომ „ვისოლს“ საგანგებოდ არ ერჩიან და კომპანია მიზანში „შემთხვევით“ ამოიღეს.

ორგანიზატორების ჩანაფიქრით, თუ ათასობით ადამიანი ბოიკოტს გამოუცხადებს ერთ კონკრეტულ კომპანიას, ის იძულებული გახდება, ფასი საწვავის დაწიოს. შედეგად, სხვა კომპანიებიც იმავეს გაკეთებენ.

ისინი, ასევე, მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, საწვავის ფასების შესამცირებლად.

გაიგე მეტი:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG