უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 ათასამდე ჯარისკაცია თავმოყრილი და რომ დასავლეთის ქვეყნებმა კიევს გადასცეს ინფორმაცია უკრაინის საზღვრების მახლობლად რუსეთის ჯარების აქტიური გადაადგილების შესახებ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების გადაადგილებებმა კიევსა და დასავლეთის ქვეყნებს შიში გაუჩინა უკრაინაში შესაძლო ინტერვენციის შესახებ. მოსკოვი ამ ვარაუდებს „პროვოკაციულს“ უწოდებს და შეშფოთებას გამოხატავს რეგიონში ნატოს სამხედრო აქტიურობის ზრდის თაობაზე.
3 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი რუსეთის ჯარების რაოდენობა 90 ათას ადამიანს შეადგენს.