Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უზბეკეთი დაამარცხა


ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა უზბეკეთის ნაკრებს და მინიმალური ანგარიშით აჯობა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა უზბეკეთის ნაკრებს და მინიმალური ანგარიშით აჯობა.

გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, დავით ვოლკოვმა გაიტანა, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით, ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG