საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 83 პაციენტი. ქვეყანაში ლეტალობის პიკი იყო 2021 წლის 3 სექტემბერს, როცა 24 საათში 86 ადამიანი გარდაიცვალა. ნოემბრის დასაწყისიდან კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები თითქმის ყოველდღიურად იმატებს.
სამთავრობო საიტზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 52 834 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 5 204 შემთხვევა. 4 785-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 1 857 თბილისშია. საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი, 1 008 შემთხვევაა იმერეთში.
16 ნოემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 9.85%;
- ბოლო 7 დღის - 9.25%;
- ბოლო 14 დღის - 9.85%.
16 ნოემბრის დილის მდგომარეობით:
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 6 718 პაციენტი;
- კლინიკურ სასტუმროში - 1 156.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 791 115 შემთხვევა. მათგან 727 184 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 11 140 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი