საქართველოში იმყოფება ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი დევიდ ტაბორი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს საქართველოში გენერალ ტაბორის პირველი სამუშაო ვიზიტია. დღეს, 16 ნოემბერს დევიდ ტაბორი შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გენერალ დევიდ ტაბორის ვიზიტი აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის ვიზიტისას გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის განხორციელების პრაქტიკული ნაბიჯია და მიზნად ისახავს საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას და ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების გაძლიერებას.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი საქართველოში იმყოფებოდა 2021 წლის 18 ოქტომბერს. მისი პირველი ოფიციალური ვიზიტისას გამოცხადდა ახალი, საქართველოს თავდაცვის და შეკავების გაძლიერების ინიციატივა და გაფორმდა შესაბამისი მემორანდუმი.
დაწერეთ კომენტარი