Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო გახდება


საქართველოს პარლამენტმა მესამე (საბოლოო) მოსმენით მიიღო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად, სავალდებულო გახდება რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება.

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესება, რომლის დროსაც გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში, მსუბუქ ავტომობილებს 2022 წლის 25 აპრილიდან შეეხებათ, 7 ნოემბრიდან კი სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის გახდება სავალდებულო.

პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო მოპედების რეგისტრაციის საკითხზეც. როგორც კანონპროექტის მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 28 მარტიდან და შესაბამისად, აუცილებელი იქნება მართვის მოწმობის ქონა, მანამდე კი ამ პროცესს ექნება ნებაყოფლობითი ხასიათი.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG