Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO: ერთ კვირაში კოვიდით გარდაცვალების შემთხვევებმა ყველაზე მეტად ევროპაში მოიმატა


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, ერთ კვირაში(8-14 ნოემბერი) მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 3 346 517 შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 6%-ით მეტია.

კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 49 584 ადამიანი. წინა 7-დღიან პერიოდთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ითაა გაზრდილი.

რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი 8-8%-ით გაიზარდა ევროპასა და ამერიკაში და 6%-ით წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. მსოფლიოს სხვა რეგიონებში ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირებული იყო. WHO-ს ცნობითვე, ერთ კვირაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მეტად, 5%-ით გაიზარდა ევროპაში. 3%-იანი მატება იყო აფრიკაში და 1%-იანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მსოფლიოს სხვა რეგიონებში ლეტალობის მაჩვენებელი შემცირდა.

პორტალ Worldometers-ის მიერ 17 ნოემბერს, დილით გამოქვეყნებული სტატისტიკით, რომელიც ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, პანდემიის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 255 მილიონს გადააჭარბა. COVID-19-ით გარდაცვლილია 5 მილიონზე მეტი ადამიანი. სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, 16 ნოემბრის მდგომარეობით, მსოფლიოს 184 ქვეყანაში გაკეთებული იყო 7.52 მილიარდი დოზა ვაქცინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG