საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 72 პაციენტი. კოვიდით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 11 200-ს გადააჭარბა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 50 707 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4 732 შემთხვევა. 4 812-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
17 ნოემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 9.33%;
- ბოლო 7 დღის - 9.11%;
- ბოლო 14 დღის - 9.77%.
17 ნოემბრის დილის მდგომარეობით:
- სტაციონარში მყოფი პაციენტები - 6 614;
- კლინიკურ სასტუმროში - 1 175.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 795 847 შემთხვევა. მათგან 731 996 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 11 212 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი