Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელმა და ლუკაშენკამ კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გამართეს მიგრანტების საკითხზე


ანგელა მერკელი (მარცხნივ) და ალიაქსანდრ ლუკაშენკა. მინსკი, 2015 წელი.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 17 ნოემბერს გამართეს კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი, რომლის ფონია მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე.

საუბრის დეტალებზე, რომლის შესახებაც პირველად ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA იუწყებოდა, არ იტყობინებიან.

მერკელი 15 ნოემბერსაც, ბელარუსში 2020 წლის აგვისტოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველად, ესაუბრა ლუკაშენკას ტელეფონით. მხარეებმა იმსჯელეს ევროკავშირსა და ბელარუსს შორის მომწყვდეული ათასობით ლტოლვილისთვის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ.

15 ნოემბრის სატელეფონო საუბარი მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუს-ევროკავშირის საზღვარზე მიგრანტების ჩაყვანისთვის.

ბრიუსელი ლუკაშენკას ბრალს სდებს, რომ ის გამიზნულად ქმნის მიგრანტების კრიზისს, რათა ევროკავშირს სამაგიერო გადაუხადოს ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების რამდენიმე წყებისთვის, რაც მოჰყვა მინსკის მიერ სასტიკი მეთოდების გამოყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაჩენილი საპროტესტო ტალღის ჩასახშობად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG