Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში გაზის ფასები კვლავ განაგრძობს ზრდას


ევროპაში გაზის ფასები კვლავ განაგრძობდა ზრდას მას შემდეგ, რაც გერმანიამ გადადო რუსეთის სადავო გაზსადენის დამტკიცების პროცესი.

გერმანიამ 16 ნოემბერს გამოაცხადა, რომ აჩერებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესს, ვინაიდან რუსეთის გაზსადენის უკან მდგარ შვეიცარიულ კონსორციუმს გერმანული შვილობილი ფირმის შექმნა ესაჭიროება საოპერაციო ლიცენზიის მოსაპოვებლად.

ამან გააქარწყლა უახლოეს თვეებში გაზსადენის ამოქმედების და ევროპაში ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული ვითარების მოგვარების იმედები. ამჟამად ევროპაში მთელი რიგი პრობლემები ართულებს მდგომარეობას ამ სფეროში. მათ შორისაა, ქარის ენერგიის მოსალოდნელზე უფრო დაბალი წარმოება და კვლავ გახსნილი ეკონომიკების მკვეთრად მზარდი მოთხოვნილება ენერგომატარებლებზე.

აშშ, უკრაინა და ევროპის კავშირის რამდენიმე წევრი ეწინააღმდეგებიან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს. ისინი მიიჩნევენ, რომ გაზსადენი მუქარას უქმნის ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ის ასევე სატრანზიტო გადასახადებიდან შემომავალ უაღრესად მნიშვნელოვან შემოსავალს დააკარგვინებდა უკრაინას.

როგორც ანონიმმა გერმანულმა წყარომ უთხრა Reuters-ს, გაზსადენი შესაძლოა არ ამუშავდეს მარტამდე, როცა ბუნებრივ აირზე მოთხოვნილება უკვე კლებას დაიწყებს.

17 ნოემბერს ბუნებრივი აირის ფასებმა ევროპაში 8%-ით მოიმატა.

ენერგომატარებლებზე მზარდი ფასები ევროპაში აძლიერებს ინფლაციას და ზრდის ენერგომომარაგებაში შეფერხებების შიშს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG