უკრაინის უშიშროების სამსახურების სავარაუდო საიდუმლო ოპერაცია, რომლის მიზანი იყო რუსეთის სამ ათეულამდე დაქირავებული მეომრის დაპატიმრება, ჩაიშალა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა ოპერაციის გადადება ითხოვა. ამას მოწმობს საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ისა და საინტერნეტო გამოცემა The Insider-ის მიერ ჩატარებული გამოძიება.
ერთწლიანი გამოძიების შემდეგ 17 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში Bellingcat-ი, რომელსაც ბრიტანეთში უდევს ბინა და ლატვიაში მოქმედი The Insider-ი აცხადებენ, რომ, როგორც მათ აღმოაჩინეს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურს დაგეგმილი ჰქონდა, უკრაინაში ყალბი მოტივით, იძულებით დაესვა თვითმფრინავი, რომელსაც 2020 წლის 25 ივლისს მინსკიდან სტამბოლში გადაჰყავდა რუსეთის 33 დაქირავებული მეომარი.
თვითმფრინავის დაგეგმილი იძულებითი დაჯდომა დასკვნითი ეტაპი უნდა ყოფილიყო გულდასმით მომზადებული სპეცოპერაციისა, რომელსაც უკრაინის სამხედრო დაზვერვა ახორციელებდა უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) კონტრდაზვერვის განყოფილების მხარდაჭერით, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, ოპერაციის მიზანი იყო, დაეპატიმრებინათ რუსეთის დაქირავებული მეომრები, რომლებიც მანამდე რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მხარეზე იბრძოდნენ დონბასში.
მაგრამ, ანგარიშში ნათქვამია, რომ რამდენიმე დღით ადრე, სანამ თვითმფრინავი ბელარუსს დატოვებდა, ზელენსკი დონბასში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა 27 ივლისს.
დაწერეთ კომენტარი