Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში 495-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი


ფოტო არქივიდან: პაციენტები გუდაუთის კოვიდ-კლინიკაში. 2021 წლის ივლისი
ფოტო არქივიდან: პაციენტები გუდაუთის კოვიდ-კლინიკაში. 2021 წლის ივლისი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 478 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ამავე შტაბის თანახმად, COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი - 2 გუდაუთის ჰოსპიტალში და 1 სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში.

2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 33 574 და გარდაცვალების 495 შემთხვევა. საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში, დაუზუსტებელი მონაცემებით, დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში გასული წლის გაზაფხულიდან დადასტურებული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 9500-ზე მეტი შემთხვევა და კოვიდით 161 პაციენტის გარდაცვალება. ცხინვალის რეგიონში, დაუზუსტებელი მონაცემებით, 53 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG