Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ბაიდენი ითხოვს საწვავის გაძვირების მიზეზის დადგენას


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვაჭრობის ფედერალურ კომისიას მიმართა შეისწავლოს, არის თუ არა საწვავის გაძვირების მიზეზი გაზის და ნავთობის კომპანიების უკანონო საქმიანობა. ბაიდენი ფედერალური კომისიისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ საწვავის ფასი იმატებს მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების ხარჯი შემცირდა, შემოსავალი კი, გაიზარდა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვერ შეურიგდება იმას, რომ ამერიკელები საწვავისთვის ზედმეტ თანხას იხდიდნენ კომპანიების ანტიკონკურენტული ან შესაძლო უკანონო ქმედებების გამო. ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ ბოლო ერთ თვეში, ნედლი საწვავი 5%-ზე მეტით გაიაფდა, ბენზინგასამართ სადგურებზე კი საწვავი 3%-ით გაძვირდა.

„ამერიკის ხმა“ საავტომობილო ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ კვირის დასაწყისში აშშ-ში ბენზინი კიდევ 11 ცენტით გაძვირდა. პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელთან შედარებით, ფასი საშუალოდ 81 ცენტითაა მომატებული.

გასულ კვირაში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრიორიტეტად გამოაცხადა ინფლაციასთან ბრძოლა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ფასების ზრდამ 1990 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს, 6.2%-ს მიაღწია. ყველაზე მეტად, 30%-ით გაძვირდა ბენზინი და გაზი. საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდამ შეადგინა 5.3%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2009 წლის იანვრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG