Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე რუსეთს გულწრფელი დიალოგისკენ მოუწოდებს დაძაბულობის შესამცირებლად


მირჩა გეოანა, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა გეოანამ რუსეთის წარმომადგენლებს მოუწოდა "მყარი, გამჭვირვალე და გულწრფელი" დიალოგი გამართონ დასავლეთის სამხედრო ალიანსთან, იმ ფონზე, როცა მოსკოვსა და დასავლეთს შორის გრძელდება დაძაბულობა, მათ შორის რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირების და უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონებში, დონეცკსა და ლუგანსკში მიმდინარე კონფლიქტის გარშემო.

ახლახან რუსეთი დაადანაშაულეს თავისი მოკავშირის, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას დახმარებაში ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე კრიზისის შესაქმნელად - რასაც კრემლი უარყოფს.

დასავლეთის ქვეყნები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო კვირებში რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალების გაძლიერებაზე უკრაინის საზღვართან, მოსკოვის სიბრაზეს კი იწვევს ნატოს წევრი ქვეყნების გახშირებული საზღვაო ვიზიტები შავ ზღვაში.

როგორც რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში გეოანამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ კავშირები ცივი ომის შემდგომ პერიოდში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, ნატო "ესწრაფვის და მოუთმენლად ელის დისკუსიების გაგრძელებას რუსეთის წარმომადგენლებთან", როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო დონეებზე. "ჩვენ მზად ვართ ეს გავაგრძელოთ და რუსეთს მოვუწოდებთ დაუბრუნდეს ნატო-რუსეთის საბჭოს", ანუ მთავარ ფორუმს ორ მხარეს შორის დიალოგისთვის, - თქვა მან. "მოცემულ მომენტში, რუსეთი ჩვენს მოწვევაზე უარს ამბობს, მაგრამ იმედი გვაქვს, ისინი გაიაზრებენ ნატოსთან მყარი, გამჭვირვალე და გულწრფელი დიალოგის სარგებელს", - ამბობს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG