Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 4200-ზე მეტ ადამიანს, 63 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 63 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 51 298 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4 278 შემთხვევა. 4 154-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

19 ნოემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 8.34%;
  • ბოლო 7 დღის - 8.99%;
  • ბოლო 14 დღის - 9.52%.

19 ნოემბრის დილის მდგომარეობით, სტაციონარშია 6 490 პაციენტი და კლინიკურ სასტუმროში - 1 173.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 804 571 შემთხვევა. მათგან 741 470 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 11 352 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG