Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი დასავლეთს აკრიტიკებს, მაგრამ ამბობს, რომ რუსეთი ღიაა "დიალოგისთვის"


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. 2021 წლის 18 ნოემბერი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გააკრიტიკა აშშ, ევროპის კავშირი და ნატო მათი პოზიციის გამო იმ ტერიტორიებზე არსებულ ვითარების შესახებ, რომლებსაც მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინაში (და სხვა საკითხების გამო), თუმცა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის "კონტაქტებისა და დიალოგისათვის".

მოსკოვში, 18 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე ვრცელი სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რომ მისმა მოლაპარაკებებმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან 16 ივნისს "საბოლოო ჯამში, გააჩინა გარკვეული შესაძლებლობები დიალოგისა და ურთიერთობების თანმიმდევრულად გათანაბრებისა და გამოსწორებისთვის".

"დაიწყო ერთობლივი ქმედებები [ვაშინგტონთან] სტრატეგიულ სტაბილურობასა და საინფორმაციო უსაფრთხოებაზე", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ "ბევრ საკითხში ჩვენი ინტერესები, შეფასებები, პოზიციები მკვეთრად განსხვავდება".

რუსეთის პრეზიდენტმა ეს თქვა მზარდი დაძაბულობის ფონზე მოსკოვსა და დასავლეთს შორის, განსაკუთრებით მოსკოვის მიერ 2014 წელს უკრაინის რეგიონის, ყირიმის, ანექსიის და მისი მხრიდან სეპარატისტების მხარდაჭერის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილებში.

დასავლეთის შეფასებები - იმის შესახებ, რომ მოსკოვი ჩაერია ამერიკის არჩევნებში, გამოიყენა ქიმიური იარაღი კრემლის კრიტიკოსებზე თავდასხმების მიზნით ბრიტანეთში, უზრუნველყო საზენიტო სისტემა, რომელიც Malaysia Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოსაგდებად იქნა გამოყენებული აღმოსავლეთ უკრაინის თავზე 2014 წლის ივლისში და ჩართული იყო კიბერშეტევებში ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ - ასევე გამოცდა იყო ამ ურთიერთობებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG