Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ფიჯისთან შეხვედრა ფრედ დაასრულა


საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩი ფიჯის ნაკრებთან ჩაატარა და ფრედ ითამაშა.

ესპანეთის ქალაქ არანხუესში გამართული თამაშის პირველი ტაიმი ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 9:5 მოიგო. შესვენების შემდეგ უპირატესობა შვიდ ქულამდეც გაიზარდა, მაგრამ ფიჯელებმა ანგარიში გარდასახული ლელოთი გაათანაბრეს.

დღევანდელ შეხვედრამე ერთი კვირით ადრე, ბორჯღალოსნები ბორდოში დაუპირისპირდნენ საფრანგეთის ნაკრებს და დამარცხდნენ, ანგარიშით 15:41.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG