Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარატისტი გოგიტა არქანია მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი


გოგიტა არქანია

ქართველმა კარატისტმა გოგიტა არქანიამ დუბაიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 37 წლის ქართველი სპორტსმენისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონის მეორე ტიტულია. პირველად წარმატებას შვიდი წლის წინ მიაღწია.

დუბაიში, ფინალის გზაზე არქანიამ მექსიკელი (8:0), მონტენეგროელი (2:0), ესპანელი (8:0), ამერიკელი (3:0) და ხორვატი (3:1) მეტოქეები დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი იტალიელ მოწინააღმდეგეს აჯობა (3:2).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG