Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტ სტეფანეს წაჩხურუს მონასტერში პროტესტის შეძახილებით დახვდნენ


მარტვილში, წაჩხურუს ტაძარშიმ წირვის აღსავლენად მისულ ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანეს განკვეთილი ბერ-მონაზვნები შეძახილებით დახვდნენ. მონასტრის ეზოში მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე არიან „ჩოხოსნებიც“.

ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილმა ბერმა მამა ათინოგენემ მეუფე სტეფანეს „ცრუ“ და „მატყუარა“ უწოდა და თქვა, რომ ჩოხოსნები და პოლიცია ტაძარში ძალის საჩვენებლად მიიყვანეს.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავას საპატრიარქომ დასაჯა და მღვდელმთავრობა აღუკვეთა.

პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ მიტროპოლიტ სტეფანეს, სანამ არ შესრულდება მათი მთავარი მოთხოვნა - საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მიმართ პეტრე ცაავას ბრალდებები, ჰომოსექსუალური კავშირებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ. საპატრიარქო სინოდის სხდომაზე „ცრუ ბრალდების“ განხილვაზე უარს ამბობს და ყოფილი მიტროპოლიტის მხარდამჭერ ბერებს „ცრუ პეტრეს“ მომხრეებს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG