Accessibility links

site logo site logo

ტრაგედია აშშ-ში - დადასტურებულია სულ მცირე 5 ადამიანის სიკვდილი


სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა ვისკონსინის შტატის ქალაქ უაკიშაში, სადაც ავტომობილის მძღოლმა ბარიერები გაარღვია და მოახლოებული შობის აღსანიშნავად მიმდინარე საკვირაო, სადღესასწაულო მსვლელობის მონაწილეებში შევარდა. ქალაქის ხელისუფალთა ინფორმაციით, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზრდება.

პოლიციის მიერ დაკავებულია ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობა და დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

უაკიშაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ისევ დაკეტილია ქალაქის მთავარი ქუჩა. ორშაბათს, 22 ნოემბერს არ იმუშავებს არცერთი სკოლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG