საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 55 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდით უკვე 11 500-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.
5 530-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 22 012 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 1 851 შემთხვევა.
კვირა დღეს ტესტირების მაჩვენებელი, როგორც წესი, შემცირებულია და, შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, რომელიც ორშაბათობით ქვეყნდება. წინა კვირის სამუშაო დღეებში, როცა 24 საათში 50 ათასზე მეტი ტესტი კეთდებოდა, ყოველდღიურად აღირიცხებოდა საშუალოდ 4 ათასი შემთხვევა.
22 ნოემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 8.41%;
- ბოლო 7 დღის - 8.97%;
- ბოლო 14 დღის - 9.25%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 814 097 შემთხვევა. მათგან 755 229 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 11 553 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი