Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს რუმენ რადევი


ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი
ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა გაიმარჯვა 21 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურში და დიდი უპირატესობით აჯობა თავის მეტოქე ანასტას გერჯიკოვს. საარჩევნო კომისიის თანახმად, რადევს ხმა მისცა ამომრჩეველთა 68 პროცენტმა, ხოლო მის მეტოქეს, სოფიის უნივერსიტეტის რექტორს ანასტას გერჯიკოვს - 32 პროცენტმა.

გერჯიკოვმა მიულოცა გამარჯვებულს და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ ხუთ წელში ხალხისთვის მიცემული დაპირებები შესრულდება. მან თქვა, რომ პოლიტიკას თავს ანებებს და უნივერსიტეტს დაუბრუნდება.

სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა, Gallup International-მა განაცხადა, რომ რადევს ხმა მისცეს "სოციალისტური პარტიის", ასევე პარტიის, „არის ასეთი ხალხი“ და კოალიციის, „ვაგრძელებთ გარდაქმნებს“, მიმდევრებმა. ამავე მონაცემებით, გერჯიკოვს მხარი დაუჭირეს პარტიამ „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ და მოძრაობამ „სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის".

არჩევნები ჩატარდა სამთავრობო სტრუქტურებში კორუფციის გამო საზოგადოებრივი უკმაყოფილების ატმოსფეროში. ამომრჩეველთა აქტიურობა სარეკორდოდ სუსტი იყო.

საპარლამენტო არჩევნებში ეს უკმაყოფილება გამოვლინდა ანტიკორუფციული პარტიის გამარჯვებაში ყოფილი პრემიერის, ბორისოვის მომხრეებზე.

XS
SM
MD
LG