Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პოლიცია: საშობაო მსვლელობაში მსხვერპლის გამომწვევი მძღოლი ოჯახურ კონფლიქტს გაურბოდა


აშშ-ის პოლიციის განცხადებით, მძღოლი, რომელიც ვისკონსინის შტატში ავტომობილით შეეჯახა საშობაო მსვლელობას, რითიც ხუთი ადამიანი დაიღუპა და 48 პირი დაშავდა, ოჯახური კონფლიქტის სცენას გაურბოდა.

როგორც პოლიცია 22 ნოემბერს აცხადებს, არ გამოჩნდა მტკიცებულება, რომ წინა დღით მომხდარი სისხლიანი ინციდენტი ტერორისტული აქტი იყო, ან რომ 39 წლის ეჭვმიტანილი, დენიელ ბრუკს-უმცროსი, ვინმეს იცნობდა მსვლელობის მონაწილეებს შორის. ბრუკსი მარტო მოქმედებდა - განაცხადა პოლიციის შეფმა, დენ ტომპსონმა და დასძინა, რომ ეჭვმიტანილმა სახლი ოჯახში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ დატოვა.

პოლიცია მილუოკის მკვიდრ ბრუკსს ხუთ ბრალდებას წაუყენებს. პარალელურად, დასახელდა ინციდენტისას დაღუპული ხუთი ადამიანის სახელები, მათი ასაკი 52-დან 81 წლამდე მერყეობს. სააგენტო ასოშიეიტედ პრესი იუწყება, რომ სულ მცირე ცხრა პაციენტი - უმეტესად ბავშვები - კრიტიკულ მდგომარეობაშია ორ საავადმყოფოში, კიდევ შვიდის მდგომარეობა მძიმეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG