Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის სპეცრაზმის ყოფილი მაღალჩინოსნები აშშ-ს მიმართავენ დახმარების თხოვნით


ავღანეთის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მაღალჩინოსანი და მეთაურები ვაშინგტონს სთხოვენ ამ ძალის წევრები აშშ-ში გადაიყვანოს, რათა "ჰუმანიტარული კატასტროფა" თავიდან იქნეს არიდებული.

ყოფილმა სამხედრომ, რომელიც თავისი ვინაობის ანონიმურად დატოვებას ითხოვს, მიმართვა რადიო თავისუფლებას 23 ნოემბერს გაუგზავნა.

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა საფრთხეში მყოფი ათი ათასობით ავღანელის ევაკუაცია განახორციელეს მას შემდეგ, რაც აგვისტოში თალიბანმა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა დაამხო და ავღანეთი აშშ-ის და საერთაშორისო ძალებმა დატოვეს. ოქტომბრის ბოლოს აშშ-ის რვა სამხედრო ბაზაზე 53 000-მდე ავღანელი იმყოფებოდა და იღებდა სამედიცინო და სხვა სახის დახმარებას, ქვეყნის სხვადასხვა ადგილას დასახლებამდე. მაგრამ ომით გაჩანაგებული ქვეყნის დატოვება კიდევ ათასობით ადამიანს სურს - მათ, ვინც დასავლეთის სამხედრო ძალებთან თანამშრომლობდა, განიხილავენ თალიბანის მხრიდან შესაძლო შურისძიების ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ მყოფებად.

რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ მიმართვაში ყოფილი სამხედროები ამბობენ, რომ ეს ჯარისკაცები არიან "ელიტური სამხედრო ძალის ნაწილი და საუკეთესო საბრძოლო ძალა ავღანეთში" და ისინი აშშ-სთან, ნატოსთან და საერთაშორისო ძალებთან 20 წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ "საერთაშორისო ტერორიზმის აღმოფხვრის მიზნით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG