საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 64 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 26 588 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 3201 შემთხვევა. 4098-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
24 ნოემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 12.04%;
- ბოლო 7 დღის - 9.19%;
- ბოლო 14 დღის - 9.15%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 822 383 შემთხვევა. მათგან 763 755 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 11 679 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი