Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაითს უოჩი“: ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე მყოფი მიგრანტები სერიოზულ „შეურაცხყოფას“ განიცდიან


ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირება ორივე ქვეყნის მხრიდან იწვევს იმ მიგრანტებისა და პირების უფლებების „სერიოზულ“ დარღვევას, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ ანგარიშში.

დოკუმენტი შეიცავს თვითმხილველთა არაერთ ჩვენებას, რომლის თანახმად პოლონელი მესაზღვრეები ზოგჯერ მომეტებულ ძალასაც არ ერიდებიან, რათა უკან ბელარუსში გადარეკონ მიგრანტები. ხოლო ბელარუსი მესაზღვრეების მხრიდან ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს მიგრანტთა მიმართ „ძალადობა, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა“.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის აგვისტოდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ძირითადად, სირიიდან, ერაყიდან და იემენიდან ათასობით ადამიანი გაეშურა მინსკში იმ ტუროპერატორების ხელშეწყობით, რომლებიც ევროკავშირში იოლად გადასვლის თაობაზე ყალბი განცხადებებით იზიდავენ ტურისტებს.

„იმ დროს, როდესაც ბელარუსმა ასეთი ვითარება შექმნა ადამიანის ბედთან დაკავშირებული შედეგების გათვალისწინების გარეშე, პოლონეთმა პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს, სასაზღვრო ზონაში მათი საშინელი ტანჯვისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

მიგრანტთა კრიზისის განმავლობაში ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე 13 მიგრანტი დაიღუპა.

ევროკავშირი ბელარუსის ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ადანაშაულებს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტების ჩამოყვანასა და ევროკავშირის ქვეყნების - ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის - საზღვართან მათ გადაყვანაში, რაც წარმოადგენს მინსკის მხრიდან შურისძიებას იმ სანქციებისთვის, რომელიც ევროკავშირმა ბელარუსის რეჟიმს დაუწესა 2020 წლის 9 აგვისტოს შემდგომ დაწყებული აქციების ძალის გამოყენებით დაშლისა და მასშტაბური რეპრესიების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG