Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთში პირველად აირჩიეს ქალი პრემიერ-მინისტრი


შვედეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, სოციალ-დემოკრატების ლიდერ მაგდალენა ანდერსონის სახით, რომელიც ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. 54 წლის ანდერსონის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც სოციალ-დემოკრატებმა შეძლეს კოალიციური შეთანხმების გაფორმება საკანონმდებლო ორგანოს მემარცხენე პარტიასთან.


ანდერსონი, რომელსაც 2014 წლიდან შვედეთის ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა, სტეფან ლევენს შეცვლის. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ ნოემბრის ბოლოს ერთდროულად დატოვებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის პოსტებს.

ოფიციალურად ანდერსონი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობას მას შემდეგ შეუდგება, რაც 26 ნოემბერს შვედეთის მეფეს, კარლ-გუსტავს შეხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG