Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30-მდე მიგრანტი დაიღუპა ლა-მანშის სრუტის გადაცურვისას


ლა-მანშის სრუტეში ჩაიძირა ნავი, რომლითაც რამდენიმე ათეული მიგრანტი ცდილობდა საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში არალეგალურად მოხვედრას. უბედური შემთხვევა ქალაქ კალეს მახლობლად, 24 ნოემბერს მოხდა. მაშველები მეთევზეებმა გამოიძახეს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ 27 ადამიანის დაღუპვა დაადასტურა. 2 მიგრანტი გადარჩა, 1 დაკარგულად ითვლება. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 4 პირი, რომლებსაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ მიგრანტების ამ ჯგუფის მიერ ლა-მანშის გადაცურვის ორგანიზებასთან.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტეკსმა განაცხადა, რომ ტრაგედია გამოიწვია ადამიანების კონტრაბანდით დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის ქმედებებმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ინციდენტის გამო მოიწვია საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომა. ჯონსონის თქმით, ტრაგედიით შეძრწუნებულია და ყველა ზომას უნდა მიმართონ კონტრაბანდისტების საქმიანობის აღსაკვეთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG