Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11-მდე გაიზარდა ციმბირში ქვანახშირის მაღაროში დაღუპულთა რიცხვი. ოლქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა


მაშველები ლისტვიაჟნაიას მაღაროში
მაშველები ლისტვიაჟნაიას მაღაროში

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 11-მდე გაიზარდა ციმბირის კემეროვოს ოლქში ქვანახშირის მაღაროში გაჩენილი ხანძრისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

„10 დაღუპული (სულ პირველის გარდა) იმ კონვეიერულ ლენტაზე იპოვეს, რომლითაც ნახშირი ზემოთ ადის. ასეთი საგანგებო შემთხვევების დროს მაღაროელები ყოველთვის ხტებიან ნახშირზე“, - იტყობინება საიტი სიბირ.რეალიი.

კემეროვოს რეგიონის გუბერნატორის, სერგეი ცივილევის თქმით, ხანძრის გაჩენის დროს მაღაროში სულ მცირე 287 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 236-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

იტყობინებოდნენ, რომ მაღაროში დარჩენილი იყო დაახლოებით 49 ადამიანი. მაგრამ მოგვიანებით რამდენიმე მათგანი მკვდარი იპოვეს. სხვების მოძიება გრძელდება. ამჟამად დაკარგულად ითვლება 39 მაღაროელი.

კემეროვოს გუბერნატორმა 26-დან 28 ნოემბრამდე ოლქში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სახიფათო საწარმო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევასა და გაუფრთხილებლობით ადამიანის დაღუპვის მუხლებით.

XS
SM
MD
LG