Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აღიძრა მეორე საქმე ქვანახშირის მაღაროში მომხდარ კატასტროფაზე


რუსეთში მეორე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 25 ნოემბერს, რუსეთის კემეროვოს ოლქში მოქმედ ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებაზე, რასაც 52 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 30 ადამიანს ვერ პოულობენ.

პროკურორებმა 26 ნოემბერს განაცხადეს, რომ დაიწყეს მაღაროში შესაძლო სამსახურებრივი გულგრილობის გამოძიება და აღნიშნეს, რომ 24 ნოემბრის შემოწმებამ ლისტიაჟნაიას მაღაროში უსაფრთხოების პრობლემები არ გამოავლინა. ახალი გამოძიების სამიზნე შესაძლოა გახდნენ სახელმწიფო უწყების, როსტეხნადზორის სადამკვირვებლო უწყების თანამშრომლები. პროკურორების თქმით, ორმა დამკვირვებელმა შემოწმების შესახებ დოკუმენტაცია შემოწმების რეალურად ჩაუტარებლად წარმოადგინა.

აფეთქების დღეს საქმე აღიძრა "უსაფრთხოების წესების ფატალური შედეგების მქონე დარღვევებზე", დააკავეს მაღაროს დირექტორი, მისი მოადგილე და უშუალო ზედამხედველი.

52 დაღუპულს შორის 46 მაღაროელი და ექვსი მაშველია. RIA Novosti 26 ნოემბერს იუწყებოდა, რომ მაღაროში ორი აფეთქება მოხდა, პირველმა მაღაროელები შეიწირა, მეორემ - მაშველები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG