Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი და აზერბაიჯანი გამოთქვამენ ურთიერთობაში პროგრესის მიღწევის სურვილს


სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა პროგრესის მიღწევის სურვილი გამოთქვეს საზღვრის საკითხებში და ეკონომიკური და სატრანზიტო კავშირების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სოჭში 26 ნოემბერს სამმხრივ მოლაპარაკებას უმასპინძლა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და პუტინმა სამსაათიანი შეხვედრა დაიწყეს სიტყვებით, რომ "უკვე ბევრი გაკეთდა" მას შემდეგ, რაც შარშან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა 44-დღიანი ინტენსიური ბრძოლა მთიანი ყარაბაღის და მისი მიმდებარე ტერიტორიების გარშემო.

წინა კვირაში შეტაკებების განახლებამ კვლავ გააჩინა ფართომასშტაბიანი ძალადობის დაბრუნების შიში.

სამმხრივი მოლაპარაკების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში სამი ლიდერი გამოვიდა პირობით, რომ "გადადგამენ ნაბიჯებს სტაბილურობის და უსაფრთხოების გასაძლიერებლად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და იმუშავებენ ორმხრივი კომისიის შესაქმნელად", რომელმაც სასაზღვრო საკითხებზე უნდა იმუშავოს. ამასთან, ლიდერების თქმით, ისინი იმუშავებენ "საერთო ძალისხმევის ინტენსიფიკაციაზე" საიმისოდ, რომ შესრულდეს შარშანდელი დაპირებები და მათ რეგიონში აღდგეს ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები.

მოსკოვი აცხადებს, რომ "ყველანაირ საჭირო დახმარებას" აღმოუჩენს ორ მეტოქე სახელმწიფოს შორის კავშირების ნორმალიზებას და მათ ხალხებს შორის "ნდობის ატმოსფეროს შექმნას".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG