Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის თალიბანის წევრმა პრემიერმა პირველი სიტყვით მიმართა ხალხს


ავღანეთის თალიბანის წევრი პრემიერ-მინისტრი პირველი საჯარო სიტყვით გამოვიდა მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა ჯგუფმა სამ თვეზე მეტი ხნის წინ ხელისუფლება ჩაიგდო ხელში. მისი თქმით, თალიბანის მთავრობას სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან და ის ეკონომიკურ პრობლემებსაც გადაჭრის.

27 ნოემბრის აუდიოგამოსვლაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა, მოლა მოჰამად ჰასამ ახუნდმა, თალიბანის თანადამაარსებელმა, რამდენიმე საკითხზე ილაპარაკა. "ყველა ქვეყანას ვარწმუნებთ, რომ არ ჩავერევით მათ შიდა საქმეებში და მათთან კარგი ეკონომიკური კავშირების ქონა გვსურს" - თქვა ახუნდმა თავის 30-წუთიან მიმართვაში.

თალიბანი ხელისუფლებაში მოვიდა მას შემდეგ, რაც აგვისტოს შუა პერიოდში ქაბულზე დაამყარა კონტროლი, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ძალები კი ქვეყნიდან გავიდნენ, 20-წლიანი ომის შემდეგ. მაგრამ წინა ხელისუფლების დამხობის შემდეგ, თალიბანს უჭირს საკუთარი თავის გარდაქმნა პარტიზანული მოძრაობიდან მოქმედ ადმინისტრაციად. ავღანეთში მძიმე ფინანსური კრიზისია, მაღალი ინფლაციით, უმუშევრობით, რამაც ისედაც მყიფე ეკონომიკაში ქაოსი გამოიწვია.

"საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციებს ვთხოვთ, არ შეაკავონ თავიანთი დახმარება და მხარი დაუჭირონ ჩვენს დაღლილ ერს... რათა ხალხის პრობლემები გადაჭრილ იქნას", - დასძინა მან.

ახუნდის თქმით, ავღანეთის ეკონომიკური პრობლემები გადაიჭრება, თუკი აშშ გაათავისუფლებს ავღანეთის 10 მილიარდამდე დოლარს, რომელიც ცენტრალური ბანკის რეზერვებშია. მისი თქმით, ავღანელებმა ქვეყნის პრობლემებში თალიბანი არ უნდა დაადანაშაულონ, რადგან ეს პრობლემები წინა, მისი თქმით, კორუმპირებული მთავრობის მუშაობის შედეგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG