ლევან გორგაძემ 2021 წლის სეზონის ბოლო კიუშუ ბაშო სამქულიანი უარყოფითი ბალანსით დაასრულა, თუმცა პროგრამა მინიმუმის შესასრულებლად ეს შედეგიც ეყო - ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში რჩება.
ნოემბრის სუპერტურნირს ტოჩინოშინი წელის ტრავმით შეხვდა. პირველ ოთხ ტურში დოჰიოზე ასვლაც ვერ შეძლო და შესაბამისად, ოთხქულიანი უარყოფითი ბალანსით მოუწია სტარტის აღება, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდა მეცამეტე მაეგაშირას რანგში მოჭიდავე ქართველის ქვედა დივიზიონში დაქვეითების რისკი, მაგრამ ტოჩინოშინმა მთავარი ამოცანა მაინც შეასრულა და გადამწყვეტი - მეექვსე გამარჯვება ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე მოიპოვა.
ნოემბრის ბაშოს ჩემპიონი გახდა მონღოლი იოკოძუნა ტერუნოფუჯი, რომელმაც თხუთმეტივე ბრძოლა მოიგო.
დაწერეთ კომენტარი